დღეში 49 დადასტურებული შემთხვევა - მარნეულში ბაღი და სკოლები დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 131 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ გუშინ, 19 ოქტომბერს, 49 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულთა უმეტესობა კი ბავშვია.

,,მარნეულში კოვიდ დადებითი პაციენტი უკვე არის საკმაოდ ბევრი. მხოლოდ გუშინ 18 ოქტომბერს იყო 49 შემთხვევა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 131 ახალი შემთხვევა გვაქვს, აღსანიშნავია ისიც, რომ დაინფიცირებულთა უმეტესობა ბავშვია“. - განაცხადა ლაფერაძემ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მარნეულში ბავშვებში კოვიდ ინფიცირების მატების გამო დაიხურა სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი და რამდენიმე სკოლაც.

„გუშინ საიმერლოს ბაგა-ბაღი დაიხურა შემთხვევების გამო, დღეს კი კაჩაგანის პირველი და მეორე საჯარო სკოლა მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, ასევე მარნეულის #5-ე საჯარო სკოლაში 2 ჯგუფია გადაყვანილი ონლაინ სწავლებაზე და საიმერლოს სკოლაში არის გასარკვევი სადაც ბავშვი არის კოვიდ დადბითი, თუ სიმფტომების დროს ბავშვი სკოლაში სამი დღე არ დადიოდა და აცდენდა მაშინ არ გადაგვყავს ონლაინზე და თუ კი ისე მოხდა როგორც #5-ე სკოლაში იყო გაკვეთილზე და საღამოს მისცა სიცხე, ხოლო ეს იყო კონტაქტი გადავიყვანეთ ონლაინზე“.

მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით მუნიციპალიტეტში ვაქცინაციამ მოიკლო და დღის განმავლობაში 60-70 ადამიანი იკეთებს აცრას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები