მარნეულის ბაზარში 9 მაღაზია დაიწვა
მარნეულის ბაზარში 9 მაღაზია დაიწვა. შვიდი ჭურჭლის, ორი კი ტანსაცმლის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ბაზრის ადმინისტრაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ადგგილზე ექსპერტიზას ელოდებიან და დეტალები ექსპერტების მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი.

„დაახლობეით 50 000, 80 000 ლარის ზარალი მაქვს. მთელ ბაზარში ალბათ სადღაც 100 000-ის ზარალი იქბება. მიზეზები ჩვენთვის უცნობია“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე


როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


მარნეულის ე.წ. წინა ბაზარში, ცეცხლი 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო-სახანძრო სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოახერხეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები