მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია ერთი მილიონი ლარი ჯდება
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სკვერის და ზურაბ ჟვანიას სახელობის ქართული ენის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. როგორც რადიო „მარნეულს“ სამინისტროში განუცხადეს, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში (Dening-build მეთოდით), ამხანაგობა ,,დბს“ ქვემო ქართლის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტში აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი სწორედ მარნეულია.

,,მარნეულში ვაწარმოებთ შოთა რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობის და ამავე ქუჩაზე არსებული სკვერის მარჯვენა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე სკვერის მიმდებარედ არსებული შენობის ფასადის რეაბილიტაციას“.
- გვითხრეს სამინისტროში

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები