მარნეულის ბაზარში ზარალს, სავარაუდოდ, ოთხ დღეში დაითვლიან
მარნეულის ბაზარში ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა, ჯერჯერბით,უცნობია. ბაზრის წარმომადგენლობა რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ზარალის შესწავლა ამ არ დასრულებულა და საბოლოო პასუხი, სავარაუდოდ, 3-4 დღეში გახდება ცნობილი. მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ცეცხლი ერთ-ერთი შერეული მაღაზიდან გავრცელდა.

,,იყვნენ მოსულები ექსპერტიზიდან,მიმდინარეობს გამოძიება, როგორც თვითონ გვითხრეს დაახლოებით 3-4 დღეში დადებენ დასკვნას, მანამდე კი ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, არც სავარაუდო მიზეზი არვიცით. დაკეტილი იყო ერთ-ერთი შერეული მაღაზია და მანდედან წავიდა ცეცხლი, სავარაუდოდ“.- გვითხრა ერეკლე ნავერიანმა

მარნეულის ე.წ წინა ბაზარში ცეცხლი 20 ოქტომბერს საღამოს საათებში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა 9 მაღაზია მათ შორის 7 ჭურჭლის და 2 ტანსაცმლის. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print