კორონავირუსით დაზარალებული მეფუტკრეობა
ისმაილოვების ოჯახი მეფუტკრეობას ათწლეულებია მისდევს. ამ ეტაპზე ოჯახი 70 სკას უვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თაფლის რეალიზაციამ საგრძნობლად მოიკლო, ისმაილოვები სკების რაოდენობის 100-მდე გაზრდას მაინც აპირებენ.

ოჯახმა შემოსავლის წყარო მას შემდეგ დაკარგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა.

"ჩვენი კლიენტები ძირითადად ბაქოდან არიან. საზღვრების ჩაკეტვის გამო ვეღარ ჩამოდიან და მეორე წელია ასე დარჩა გასაყიდი თაფლი"  -
ამბობს ისმაილ ისმაილოვი 

ვრცლად↓


რადიო „მარნეულთან“ საუბრისას mercycorps-ის კავკასიის კავკასიის ალიანსების პროგრამის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა ლელა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ 2020-21 წლებში საქართველოდან უცხოეთში თაფლის რეალიზაცია საგრძნობლადაა გაზრდილი.

„2020-21 წლებს თაფლის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი იყო 2,2 ტონა. 2019 წელს დაიწყო აქტიურობა და რამდენიმე კომპანიამ გაიტანა თაფლი და ავიდა 6,7 ტონაზე, ხოლო 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და რეალურად პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა სექტორში თაფლის სექტორში ვხედავთ თაფლის ექსპორტის ზრდას და ის გაიზარდა 21,7 ტონამდე, ხოლო 2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა და საქართველოდან 106,6 ტონა თაფლი გაიტანეს“.

ლელა ფუტკარაძის განმარტებით, გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებსაც ქვეყნიდან თაფლი რეგულალურად გააქვს, მაგრამ განმარტავს, რომ ჩვეულებრივ მცირე მეფუტკრეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ თაფლი ექსპორტზე საკუთარი სახსრებით გაიტანონ.

„არიან თაფლის შემგროვებელი კომპანიები, რომლებიც მცირე მეფუტკრეებისაგან იღებენ თაფლს, კვლევების შემდგომ კი ეს შეგროვილი თაფლი გააქვთ საზღვარგარეთ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი თაფლის ექსპორტი“

ფუტკარაძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საქართველოდან თაფლის რეალიზაცია ყოველწლიურად იზრდება დადებით გავლენას მოახდენს მცირე მეფუტკრეებზეც, რადგან მათთვის უფრო ადვილი იქნება საქართველოს ბაზრის ათვისება, ვინაიდან დიდი მეფუტკრეები საკუთარ პროდუქტს უმეტესწილად საზღვარგარეთ გაიტანენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები