„ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში მარნეულის ორ სოფელში 38 ადამიანი აიცრა
„ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში მარნეულის ორ სოფელში, წერეთელსა და თამარისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 38-მა ადამიანმა გაიკეთა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ სოფელ წერეთელში ვაქცინა სულ 12-მა ადამიანმა, ხოლო თამარისში 26-მა გაიკეთა.

„ვაქცინაციის მარათონს“ მარნეულის მუნიციპალიტეტი 20 ოქტომბერს შეუერთდა. ამავე დღეს სოფელ წერეთლის ამბულატორიაში ვაქცინა გაიკეთა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ.

"დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე,ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე არის ვაქცინაცია. ამიტო, აუცილებელი ვაქცინაცია და პირბადის ტარება. საქართველო არ არის განებივრებული მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ამიტომ თითოეული ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, აუნაზღაურებელი დანაკლისია ქვეყნისთვის. მარათონის ფარგლებში იგეგმება სოფლებში გასვლა. როგორც სადახლოში, ისე ოფრეთში იქ სადაც, მართლაც ძნელია მოსახლეობის ჩამოყვანა ვაქცინაციის ცენტრებში. თუ საჭირო გახდება, მერია მზად არის, ორგანიზებულად მოახდინოს აცრის მსურველთა ტრანსპორტირება აცრის პუნქტებამდე" - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ

რადიო „მარნეულს“ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ შემდგომში „ვაქცინაციის მარათონს“ სოფელი სადახლოც შეუერთდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს. მარათონის მიზანი კვლავ გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე აცრის მაჩვენებლის გაზრდაა. მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ბოლო პერიოდში 50%-ით შემცირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია