ბოლო ერთ კვირაში მარნეულში კორონავირუსის 200 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით 200 ადამიანი დაინფიცირდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

,,ბოლო ერთ კვირაში, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მარნეულის მასშტაბით გვაქვს 200 კოვიდ დადებითი შემთხვევა, ასევე არის გარდაცვალებაც. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი ადამიანი“. - განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში

მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტში გვითხრეს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მოიმატა და 17 ოქტომბრიდან დღემდე მარნეულში კოვიდ საწინააღმდეგო აცრა 404-მა ადამიანმა გაიკეთა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები