მარნეულის ბაზარში ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია
მარნეულის ბაზარში ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ბაზრის დირექტორმა საბა ნავერიანმა რადიო მარნეულთან განაცხადა, ექსპერტიზის პასუხი,სავარაუდოდ, ორ კვირაში გახდება ცნობილი. ნავერიანმა განმარტა, რომ დაზარალებულები დაზღვეულები არიან და სადაზღვევო კომპანია ზარალის დათვლის შემდეგ მოახდენს ანაზღაურებას.

„ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ უცნობია ზარალი რამდენია რადგან ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი და გავიგებთ ხანძრის გამომწვევ მიზეზსაც. დაზარალებულები დაზღვეულები არიან და სადაზღვევო კომპანიები როგორც მე ვიცი ანგარიშფაქტურების მიხედვით დაითვლიან ზარალს და იმის მიხედვით აანაზღაურებენ თუმცა 100% არიქნება ანაზღაურება. ამ დროისთვის მაღაზიის მეპატრონეები ცდილობენ შეაკეთონ დაზიანებული მაღაზიები, ჩვენც ვეხმარებით ამაში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენც განვიცდით“ - ამბობს ნავერიანი

მარნეულის ე.წ წინა ბაზარში ცეცხლი 20 ოქტომბერს საღამოს საათებში გაჩნდა. შეთხვევის შდეგად დაიწვა 7 ჭურჭლის და 2 ტანსაცმლის მაღაზია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები