კორონავირუსის გამო მარნეულში 60 კლასი და 5 სკოლა დისტანციურად სწავლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 27 ოქტომბრის სტატისტიკით, კორონავირუსის გამო, 60 კლასი დისტანციურად სწავლობს. სრულად დაიხურა 5 საგანმანათლებლო დაწესებულება. მარ რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იღებს. სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია, ონლაინ სწავლებაზე გადასვლიდან 12 დღის შემდეგ, მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ.

,,ძირითადად, მთის სკოლებია გადასული დისტანციურზე სწავლებაზე. დღევანდელი დღის მონაცემებით სულ 5 საჯარო სკოლა სწავლობს სრულად დისტანციურად, ესენია ახკერპი, კაჩაგანის N1 და N2 საჯარო სკოლები, ასევე ჩანახჩი, ლეჟბადინი, ქუთლიარი. არის 8 სკოლიდან ცალკეული კლასებიც, მთლიანობაში არის 60 კლასი. N5-ე სკოლაში არის ერთი ცალკეული კლასი გადასული დისტანციურზე, N6-ე სკოლაში სულ 32 კლასია ონლაინ სწავლებაზე, არის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში ერთი, თაზაქენდში ორი,ხოჯორნში ერთი და ქალაქ მარნეულის N2-ე სკოლაში არის ერთი კლასი.“- განაცხადა ირმა დავაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 74-ივე სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელია, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია