„ხაჭაპურის საჭმელად მივდივარ“ – „ქართული ოცნების“ აქციას მარნეულელებიც უერთდებიან
ქართული ოცნების" პარტიულ შეკრებას მარნეულელებიც უერთდებიან. მონუმენტურ ძეგლ "კიდევაც დაიზრდებიანთან" შეკრებილი პარტიის მხარდამჭერები თბილისიაკენ უკვე დაიძრნენ, მაგრამ მმართვრლი პარტიის აქციაში მონაწილეობა ყველას მიზანი არაა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ თბილოსში ხაჭაპურის საჭმელად მიდის.

"ხაჭაპურის საჭმელად მივდივარ. მართლა, მართლა სპეციალურად ხაააპურისთვის მივდივარ.
-ვინ დაგპირდათ, რომ იქ ხაჭაპური იქნება?
არავინ, უბრალოდ ქართული ხაჭაპური მინდა.
-მარნეულში არაა ქართული ხაჭაპური?
თბილისის ჯობია და მაგიტომ მივდივარ".

"ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით სად მივდივარ. თბილისში მივდივართო, ეს ვიცი".

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ თბილოსში "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი იკრიბება, მაგრამ მისთვის სასიამოვნოა, რომ შეკრებას პარტიის წევრებთან ერთად სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.

"ძალიან მიხარია, რომ პარტიული აქტივის გარდა ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სურვილი, რომ წამოსულიყო დღეს აქციაზე. აქცია იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა სტაბილურობა და ჩვენ გვინდა განვითარება. არა ბოროტებას, არა ძალადობას და არა ნაციონალურ მოძრაობას"

ამირან გიორგაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" აქციაში მონაწილეობისათვის მოქალაქეებს თანხას უხდის სიცრუე და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოგონილი ამბავია.

აქციაზე მარნეულიდან როგორც მსუბუქი, ისე სამარშრუტო ავტომობილებით გაემგზავრნენ. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქსა და სოფლებში არ დადის. რადიო „მარნეულს“ მარნეულის შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ განაცხადა, რომ N1 და N2 მარშუტკების ნახევარი „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსახლეობის გადასაყვანად არიან წასული.

აქციას შეუერთდა ყულარის ერთ-ერთი მკვიდრი რომელიც ამბობს, რომ არ იცის სად მიდის, უბრალოდ სოფელში ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ მათ გაყოლოდა, ხოლო ისიც დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილმა არ იცოდა თუ სად და რატომ მიდიოდა, ნაწილს სრული ინფორმაცია ჰქონდა აქციის მიზნების შესახებ.

"ქართული ოცნების" პარტიის მხარდამჭერები ვართ. არეულობა არ გვინდა ჩვენ, ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა რომ ნორმალურად ვიცხოვროთ საქართველოში. შენ არ გინდა ძმაო? ომი ვის გინდათ, 7 ნოემბერს რაც იყო ისევ ის გინდათ? 41-ს მხარდამჭერები ვართ, ვსიო" - გვითხრა ვინალი ჰასანოვმა

რადიო "მარნეულს" მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა, რომ მუნიციპალიტწტიდან აქციას 2 500-დან 3 000-მდე ადამიანი შეუერთდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები