კენან ომაროვის პირველი სამუშაო დღე მარნეულის მერის რანგში
მარნეულის ახლადარჩეული მერი კენან ომაროვი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 28 ოქტომბერს, შეუდგა. ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, 10 საათზე, მივიდა.

„მოგახსენებთ, რომ დღეს ჩემი პირველი დღეა მარნეულის მერის პოზიციაზე. დღეიდან გადავდივართ ახალ სამუშაო რეჟიმზე. ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას და მთელ მარნეულს. ერთად უნდა ვიზრუნოთ მარნეულის განვითარებაზე“.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, რა არის ის მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებითაც ომაროვი მერად გახდომის შემდეგ დაკავდება გვპასუხობს, რომ უმნიშვნელოვანესი მერის თანამშორმლების დისციპლინაა.

„რა თქმა უნდა, მერიის თანამშრომლებთან დაკავშირებით დისციპლინა პირველ რიგში და შემდეგ თითოეულ მარნეულელს უნდა მოვემსახუროთ მერის თანამშრომლები. რა თქმა უნდა, იქნება სიახლეები. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას ვეტყვით“. - განაცხადა კენან ომაროვმა

პირველ სამუშაო დღეს მერს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც მერიის თანამშორმლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გამართავს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კენან ომაროვმა გაიმარჯვა, რომელმაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმების 68% აიღო.



რადიო „მარნეული“

Print