კორონავირუსის გამო მარნეულში ოთხი სკოლა დისტანციურად სწავლობს
25 ნოემბრის სტატისტიკით, კორონავირუსის გამო, მარნეულში ოთხი სკოლა დისტანციურად სწავლობს. ადგილობრივი საგანმანთლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება და სამის სკოლის რვა კლასი დაიხურა.

"ქალაქ მარნეულის N5 სკოლა არის სრულად გადასული ონლაინსწავლებაზე. ხოლო სამი სკოლის რვა ცალკეული კლასი გადასულია დისტანციურიო სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე. ესენია კირიხლო, ქალაქ მარნეულის N2 და კერძო სკოლა ლიცეუმი. მაგრამ დღეს კიდე ემატება სკოლები, ხვალ განახლებული ნონაცემები გვექნება. აი, რამდენიმე სკოლამ დაგვირეკა. ცალკეულ კლასებზე მხოლოდდამხოლოდ რესურსცენტრიდან უნდათ ბრძანება, ხოლო როცა სკოლა სრულად გადადის, მაშინ უნდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან წერილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით განათლების სამინისტროს, მხოლოდ მინისტრის გბრძანების საფუძველზე აქვს სკოლას დისტანციურზე გადასვლის უფლება" - აღნიშნა რესურსცენტრის წარმომაფგენელმა ირმა დავაძემ.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები წერტილოვნად იხურება და იხსნება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4 331 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 804, ხოლო გარდაიცვალა 57 ადამიანი.
Print