ქვემო ქართლში სექსუალური შევიწროვების საკითხებზე ცნობიერება დაბალია - კვლევა
ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში ჩატარებული „გენდერული პოლიტიკის“ კვლევის თანახმად რეგიონში სექსუალური შევიწროვების საკითხებთან მიმართებაში ცნობიერების დონე ძალიან დაბალია, კვლევის რესპონდენტები კი ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონალური განვითარების“ ცენტრის დირექტორმა გვანცა შიშინაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ სექსუალური შევიწროვების საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ნაკლებობასთან ერთად კვლავ დიდ პრობლემად რჩება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები.

„გამოიკვეთა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დადებითი ნაბიჯები რომლებიც ამ მიმართულებით არის გადადგმული და იდგმევა კიდეც. თვითმმართველობის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ამის პრეზენტირებას ჩვენთან საინფორმაციო შეხვედრების დროს, ისევე როგორც მანამდე, მკვლევარებთან შეხვედრების დროს. ამის მიუხედავად, ეს კვლავ ცალსახად პრობლემად რჩება და განცდა გვაქვს ასეთი, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიერ არის წამოსული ინიციატივები და ეს ინიციატივები იმ ჯგუფის არეალს არ სცდება“. - აცხადებს გვანცა შიშინაშვილი

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალების წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან უგულებელყოფილი რჩება.

„სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების“ ცენტრმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში „გენდერული პოლიტიკის“ კვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაატარა. პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდეა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია