რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ქვემო ქართლის აქტივისტებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას

სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პროექტის ,,ახალი თაობა პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის“ ფარგლებში შეხვდნენ.

მარნეულელი სამირა ბაირამოვა გვიყვება, რომ პრეზიდენთან საუბრისას ძირითადი აქცენტები იმ პრობლემებზე გააკეთეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არის აქტუალური. მისი თქმით, ეს საკითხები ეხებოდა “1+4” პროგრამას, აღნიშნული პროგრამა არის ფასიანი, ასევე ახალგაზრდებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ნოვრუზის დღესასწაულზე და აღნიშნეს, რომ ეს დღე სახალხო დღესასწაულია და აუცილებლად უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

„საქართველოს პრეზიდენტთან ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებთ, 1+4 პროგრამაზე იყო საუბარი, ეს პროგრამა არის ფასიანი და აღვნიშნეთ, რომ ქართული ენის სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფასიანი არ უნდა იყოს, რამდენიმე წელია ამ საკითხთან დაკავშირებით მე და რამდენიმე ექსპერთი ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ გაქვს მიღებული. ასევე უნივერსიტეტებში არსებული პრიორიტეტული საგნები, რომლებიც ეთნუკური უმცირესობებისთვის ფასიანია. კიდევ იყო საკითხი ნოვრუზის დღესასწაულთნ დაკავშირებით, ეს არის სახალხო დღესასწაული და უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს. ეს საკითხი განხილული იყო მაგრამ არ მიიღეს. იყო საკითხი აფხაზეთის ომის გმირზე, ანვარ გუმბათოვთან დაკავშირებით, ჩვენი სურვილია, რომ ამ ადამიანის სახელობის ქუჩა ან ძეგლი იყოს მარნეულში. ვისაუბრეთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, დისკრიმინაციულ საკითხებზე, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არ არიან ეთნიკურად უმცირესობები დასაქმებულები, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუნდაც მრჩეველის დონეზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენთმა გვითხრა რომ დაინტერესდება , განსაკითრებით 1+4 პროგრამით. ცალკე ადმინისტრაციის თანამშრომლებთანაც გვქონდა საუბარი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სათემო ცენთრის დამფუძნებელი აიჰან გასანოვი რადიო „მარნეულს“ უყვება, რომ პრეზიდენტს იორმუღანლოს სათემო ცენტრისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ესაუბრნენ.

„საუბარი იყო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხეზე, რომ ჩვენ ვართ მზად ინტეგრაციისთვის, მაგრამ სახელმწიფო არ არის, რადგან ნაბიჯები გადადგმული არ არის, რადგან ეს საკითხი აღქმულია საფრთხედ და სანამ ეს საკითხი აღქმულია, როგორც საფრთხე, ვერ შედგება ტოლერანტული სახელმწიფო. მაგალითი მოვუყვანეთ დასაქმებასთან დაკავშირებით თუნდაც ის რომ ეთნიკურად უმცირესობები სახელმწიფო სამსახურებში ნაკლებად არიან დასაქმებულები. დმანისში მომხდარი დაპირისპირება და მარნეულისა და ბოლნისის წითელ ზონად გამოცხადების დროს, მაშინ როცა კოვიდ ამბები დაიწყო, დისკრიმინაციული სიტყვების გაჟღერება, მაგალითად ‘’წადით თქვენს ქვეყანაში“ და ა.შ. ამსაკითხებზე გავამახვილეთ აქცენტი. მე პრეზიდენტს ვესაუბრე სოფელ იორმუღანლოში დაარსებული სათემო ცენტრის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, არაფორმალურ განათლებაზე ეთნიკურ უმცირესობებისთვის, ასევე ,,გვარი დამინრუნეს“ შესახებ ვისაუბრეთ, შევაგროვეთ 27 000-მდე ხელმოწერა, ჩავაბარეთ პარლამენტში, მაგრამ გაბათილდა 3300-მდე ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს იყო როგორც პოლიტიკურად ასევე მოქალაქეობრივი თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯი პარლამენტის მხრიდან. პრეზიდენტმა ჩაინიშნა ჩვენი პრობლემები და ვფიქრობ საკითხებს გადახედავს“. - ამბობს გასანოვი.

აქტივისტების თქმით, პრეზიდენტი განსაკუთრებით დაინტერესდა „1+4“ პროგრამის საკითხით, რომლის შესახებაც, მათი თქმით, პრეზიდენტს ინფორმაცია არ ჰქონდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან იღებდნენ.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია