შენი შრომის დაფასება დიდი სიამაყეა - ლეილა სულეიმანოვა „კატო მიქელაძის“ ჯილდოს კანდიდატია

„საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ ხელმძღვანელი ლეილა სულეიმანოვა 2021 წლის კატო მიქელაძის ჯილდოს კანდიდატია.

ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სულეიმანოვამ დაადასტურა.

ლეილა სულეიმანოვა 20 წელზე მეტია რაც საქართველოს აზერბიაჯნალ ქალთა კავშირის ხელმძღვანელია. სულეიმანოვა ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ქალების პოლიტიკაში ჩართულობისა და ეკონომიკური გაძლიერების თემებზე მუშაობს.

„ამ სფეროში ბერვი რამე გაკეთდა. ასევე ქალების არჩევნების უფლებები, პოლიტიკაში ჩართულობა, ადრეული ქორწინების, ქალის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებში მონაწილეობის, ქალების განათლების და კულტურის შესახებ ბევრი რამე გავაკეთეთ. ორგანიზაცია ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამიტომ უმეტესად მისი სახელით ვლაპარაკობ. ჩემი ცხოვრების ბოლო 25 წელი არის ქალთა უფლებებზე, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მუშაობასთან დაკავშირებული. წლების განმავლობაში ჩვენი მუშაობის, შრომის დაფასება, რა თმა უნდა, სიამაყეს გვანიჭებს. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია“. - აცხადებს ლეილა სულეიმანოვა

სულეიმანოვამ მის მიერ შესრულებული პროექტებისა და პასუხისმგებლობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკაში, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ბერვრი აქტიური და განათლებული ქალია ჩართული, მაგრამ საზოგადოება მათ გაჩუმებას ცდილობს.

„არჩევნებში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში ძალიან განათლებული, წარმატებული ქალები ბევრნი არიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ, საზოგადოება, არ ვაძლევთ საშვალებას, რომ იმ ქალებმა თავი მაღლა ასწიონ. ქალებზე იმდენი ტვირთია რომ - ოჯახი, ბავშვები. ქალს რომც არ უთხრან, რომ შენ არ იმუშავებ, მაინც რომც მუშაობდეს ამდენი ტვირთი ერთად რომ გროვდება მისთვის ძალიან რთული იქნება. საზოგადოებაში თუ ქალებთან, გოგოებთან, მამაკაცებთან სასაუბრო თემები განსხვავებულია, ამ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება მუშაობა და ჩვენნაირი ორგანიზაციების მიერ ბევრია გასაკეთებელი“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი 2001 წელს მარნეულში ოფიციალურად დარეგისტრირდა. კავშირი ხუთი აქტიური ქალის ინიციატივით დაფუძნდა.

კატო მიქელაძე ევროპაში განათლების მიღების მერე საქართველოში დაბრუნებული და ქალთა უფლებებისთის ბრძოლაში აქტიურად ჩართული ფემინისტი ქალი, პუბლისისტი და ასევე პოეტი იყო.

2013 წლიდან, არსებობს კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც დააწესა "ქალთა ფონდმა საქართველოში", რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ.

 

Print