მარნეულის მერიის მიერ შესყიდული ავტობუსები, სავარაუდოდ, მარტში ჩამოვა
მარნეულის მერიის მიერ შესყიდულიი ავტობუსები, სავარაუდოდ, მარტის თვეში ჩამოვა. ხუთი ერთეული ტრანსპორტის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1`498`500 ლარიანი ტენდერი 2021 წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა.

მასში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, „ჯი-თი გრუპ“-მა მიიღო, რომელმაც მერიას ავტობუსების შეძენა 1`498`500 ლარად შესთავაზა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კომპანიას ხელშეკრულება უკვე გაუფორმა.

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, ავტობუსების გადაცემის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეა. სავარაუდო პერიოდად კი მარტის თვე მოიაზრება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუთივე ავტობუსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ავტობუსის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს გარე კარი. ორივე კარს უნდა ჰქონდეს ორმაგი ფრთები. კარები უნდა იყოს უსაფრთხოდ დაკეტილი. უკანა კართან უნდა არსებობდეს შშმ პირებისათვის ადაპტირებული მექანიკური პანდუსი; თითოეული კარი უნდა მუშაობდეს მძღოლის სალონში მინიმუმ ორი ცალკეული ღილაკისგან დამოუკიდებლად; ცალკეული ინდიკატორები უნდა იყოს ყველა კარისთვის“ - წერია დოკუმენტაციაში.

მუნიციპალიტეტმა ავტობუსები გასულ წელსაც შეიძინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. ტრანსპორტი 25 მგზავრზეა გათვლილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები