1 დეკემბერს საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაამტკიცებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 დეკემბერს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დაამტკიცებას გეგმავს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანონ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა. როგორც საკრებულოს აპარატისუფროსმა ნინო ბერიძემ, თქვა, ბიუჯეტში არსებითი ხასიათის შენიშვნებიო არ ყოფილა. იყო მხოლოდ ოთხი სახის წინადადება.

“საკრებულოს შენიშვნები არ გადაუგზავნია მერთან და წარმოდგენილი პროექტით, კანონი გვაძლევს იმის უფლებამოსილებას, რომ მოხდეს დამტკიცება“

სხდომა მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში, 12:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია. შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

გარეკანის ფოტო აღებულია რადიო მარნეულის არქივიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები