მარნეულის მერიამ სანაგვე კონტეინერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნაგვისა და ნარჩენებისთვის 1.1 კბ.მ. მოცულობის მოთუთიებული ფოლადის კონტეინერების შესყიდვას გეგმავს. 111 სანაგვე ურნის შესაძენად აგილობრივმა თვითმმართველობამ 195`915 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო სოკუმენტაციის თანახმად, ნაგავშემკრები კონტეინერები უნდა იყოს:

• ტევადობა 1100 ლიტრი
• სიგრძე: 1300-1400 მმ
• სიმაღლე: 1300-1500 მმ
• სიგანე: 950 – 1100 მმ

სანაგვე კონტეინერებს მუნიციალური ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ გაანაწილებს. როგორც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ამბობს, ჯერ არ აქვთ კონკრეტული ადგილები, შერჩეული სადაც სანაგვე ურნებს გაანაწილებენ, თუმცა ამბობს, რომ მომსახურეობას კიდევ რამდენიმე სოფელი დაემატება.

ამ ეტაპზე, „სუფთა მარნეული“ მარნეულიის დაახლოებით 50-55%-ს ფარავს.

ნაგავშემკრები კონტეინერების ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება, სანაგვე ურნები მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეში მიაწოდოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები