"აკელიკის" ყოფილი მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით კვლავ მერიის შენობასთან შეიკრიბნენ
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულები მერიასთან კვლავ კუთვნილი ხელფასის აღების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას ერთ-ერთმა დასაქმებულმა აბაზ გუსეინოვმა განაცხადა რომ კუთვნილ ანაზღაურებას ნახევარ წელზე მეტია ელიან.

"ექვსი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავით მერიასთან მოსული და კუთვნილ ანაზღაურებას ვითხოვდით. მე მხოლოდ ჩემი შრომის გასამრჯელო მინდა, სხვა არაფერს ვითხოვ. თვეებია ადგილობრივი თვითმმართველობა ამბობს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ისინი ვერაფერს იზავენ. თვეები გვპირდებიან რომ ხელფასები დღეს-ხვალ ჩაირიცხება, მაგრამ ჯერ არაფერი ჩაგვრიცხვია". - აცხადებს აბაზ გუსეინოვი

გუსეინოვის განმარტებით მარნეულსა და ბოლნისში წყალარინების სისტემების მოწყობაზე დასაქმებული დაახლოებით 300 თანამშრომელი ვერ იღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

ამ დროისათვის აკელიკის თანამშრომლები მერიის წინ არიან შეკრებილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მედიის თანდასრებით შეხვედრას ითხოვენ. მერია მზადაა თანამშრომლებს შეხვდეს, მაგრამ არა ჟურნალისტების თანდასწრებით, რაზეც უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებულები უარს ამბობენ.

„აკელიკ გრუპი“ დასაქმებულებს ხელფასებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც არ უხდიდა

„აკელიკ გრუპი“ დასაქმებულებს ხელფასებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც არ უხდიდა

„აკელიკ გრუპის“ თანამშრომლების ნაწილს ანაზღაურების ნაწილი აქციის დროს ჩაერიცხა

„აკელიკ გრუპის“ თანამშრომლების ნაწილს ანაზღაურების ნაწილი აქციის დროს ჩაერიცხა 


„აკელიკ გრუპი“ სახელფასო დავალიანების დაფარვას ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაჰპირდა 

„აკელიკ გრუპი“ სახელფასო დავალიანების დაფარვას ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაჰპირდა 

შრომის ინსპექციამ აკელიკ გრუპის საქმიანობა უნდა შეისწავლოს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები