კორონავირუსის 338 დადებითი შემთხვევა და ორი გარდაცვალება - მარნეულის ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები
მარნეულის მუნიციპალიტეტში 22 ნოემბრიდან დღემდე, კორონა ვირუსის 338
დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ რადიო ,,მარნეულს" მარნეულის დაავადებათა კონტროლის
ცენრში განუცხადეს. მათი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ორი
პაციენტი გარდიცვალა.
,,22 ნოემბრიდან ექვს დეკემბრამდე კორონა ვირუსის 338 დადებითი
შემთხვევაა ჩვენს ცენტრში დაფიქსირებული. არის ორი ლეტალობაც, მაგრამ
ეს არის მხოლოდ ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები, იმ პაციენტების
მიხედვით, რომლებიც ჩვენი ცენრტის მიერ არიან აყვანილნი
კონტროლზე".
მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ მოიმატა
ვაქცინაციამაც, მათი განმარტებით ბოლო ერთ კვირაში აცრა 2446
ადამიანმა გაიკეთა.
დღეის მონაცემებით საქართველოში კორონა ვირუსის 1778 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი.