„ფანჯარამ“ ვიდეოკონკურსი „მისაბაძი ქალები“ გამოაცხადა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში პლატფორმა „ფანჯარამ“ ვიდეოკონკურსი თემით „მისაბაძი ქალები“ გამოაცხადა.

„ფნჯარის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდამ უნდა მოამზადოს მაქსიმუმ 40 წამიანი ვიდეო შინაარსით „ჩემთვის მისაბაძი ქალი“. ვიდეო MP4 ფორმატის უნდა იყოს რომელიც მაყურებელს გააცნობს თუ ვინაა კონკურსის მონწილისათვის მისაბაძი ქალი და რატომაა ის მისაბაძი.

„კონკურსისთვის გამოგზავნილი ნამუშევრების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეირჩევა ნამუშევრები, რომლებიც გამოქვეყნდება ფანაჯარას ინსტარგრამ გვერდებზე. მეორე ეტაპზე, ინსტაგრამ გვერდზე დადებულ ნამუშევრებს შორის შეირჩევა 3 გამარჯვებული.

გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში: „ყველაზე მეტი ინსტაგრამ კომენტარი“, „ყველაზე მეტი ინსტაგრამ ნახვა“ და „ფანჯარას გუნდის რჩეული“
. - წერია „ფანჯარას“ განცხადებაში

ვიდეომასალების გავრცელება 10 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო გამარჯვებულები 24 დეკემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს ნამუშევრების გაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეეძლებათ: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები