გარდაბანში ვაჟა-ფშაველას წიგნის „ტყის კომედიის“ პრეზენტაცია გაიმართა
გარდაბანში, მოქმედ საბავშვო თეატრ ,,ბიზ"-ში ცნობილი პოეტისა და მწერლის ვაჟა ფშაველას საბავშვო პიესის ,,ტყის კომედიის " პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, პედაგოგები და აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ საბავშვო თეატრმა "ბიზიმ" "ტყის კომედიის" პიესის მიხედვით მომზადებული სპექტაკლი წარმოადგინა.

ღონისძიების დასასრულების შემდეგ კი თეატრის "ბიზის" ,პატარა მსახიობებს დიპლომები და საგანმანათლებლო ხასიათის საჩუქრები გადაეცათ. ასევე, სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ, მსახიობი ბავშვები, სიმბოლური საჩუქრებით გაახარა.

ვაჟა ფშაველას პიესა, ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე აინურა ალიევამ გადათარგმნა. რედაქტორი აზერ მუსაოღლუა, ხოლო დიზაინერი ელსევარ ახმედოვი.

წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში "ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა" გამარჯვებული საბავშვო თეატრი "ბიზის" პროექტის "ინტეგრაცია სცენიდან" ფარგლებში დაიბეჭდა.
პროექტის მიხედვით, ვაჟა-ფშაველას პიესა "ტყის კომედია" მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებს, სკოლებს და სათემო ცენტრებს დაურიგდა.

ასევე პიესა საბავშვო თეატრი "ბიზის" მიერ სპექტალის ფორმატში მომზადდა და გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.

ფოტოები:  აინურა ალიევას ფეისბუქიდან



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები