წითელსოფლელი ახალგაზრდები თსუ-ს და ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ
წითელსოფლელი ახალგაზრდები, 30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. მარნეულელი ახალგაზრდების ვიზიტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი სასწავლო ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგან დღეს წითელსოფლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ორი გოგო სწავლობს.

„თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ მრავალ საინტერესო და შემეცნებით სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი და უსასყიდლოა. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას, ეწვიონ ისტორიულ პირველ კორპუსს და ამ სივრცეში განთავსებულ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკას. უფროსკლასელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და ეთნიკური უმცირესობებისათვის შექმნილი 1+4 პროგრამის შესახებ“. - აღნიშნულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის განცხადებაში

წითელსოფლელი ახალგაზრდების ვიზიტი პროექტ „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც ახორციელებს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები