მარნეულში კორონავირუსის გამო ერთი სკოლა დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 6 დეკემბრის სტატისტიკით, კორონა ვირუსის გამო ქალაქის მეორე საჯარო სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზეა გადასული. რესურსცენტრის წარმომადგენლის, ირმა დავაძის განმარტებით ონლაინ სწავლობს სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის, ასევე ქალაქის მეშვიდე და მერვე სკოლების ცაკლეული კლასებიც.

"ამ ეტაპისთვის სრულად არის დახურული და ონლაინ სწავლაზეა გადასული ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, და სამი სკოლის ცალკეული კლასები. აღნიშნულ სკოლებში სულ ინფიცირებულია ექვსი პედაგოგ და სამი მოსწავლე“. - გვითხრეს მარნეულის რესურსცენტრში

ირმა დავაძის განმარტებით, მარნეულის #5 საჯარო სკოლა, რომელიც მთლიანად ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული, დღეიდან საკლასო ოთახებიდან გააგრძელებს სწავლას
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები