მარნეულის 7 საჯარო სკოლაში პერსონალთა ტესტირება სკოლის ექიმებს დაევალათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის შვიდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირებას, სკოლის ექიმები ჩაუტარებენ.

რესურსცენტრში განარტავენ, რომ ექიმები ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა გადაამზადა. ვაქცინირებულ პედაგოგებს ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, ხოლო არავაქცინირებულებს, კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.

შვიდივე ექიმი გაწეული საქმიანობისთვის ყოველთვიურად დამატებით 100 ლარს აიღებს.

ექიმები ჰყავს მარნეულის N1, N5, ქეშალოს, სადახლოს N1, აღმამედლოს, ახალი დიოკნისის და ჯანდარას საჯარო სკოლებს.

"გადამზადდა მარნეულის 7 საჯარო და ორი კერძო სკოლის ექიმი, რომლებიც თავიანთ სკოლებში განახორციელებენ პერსონალთა ტესტირებას. მოგეხსენებათ, რომ ხუთი ლაბორატორია ემსახურება მარნეულის საჯარო სკოლის თანამშრომლებს. ზოგიერთი თვითონ მიდის და იქ იტესტება. ხვალ უკვე ვალდებულება აქვთ თანამშრომლებს გაიკეთონ ტესტები, რათა 17 იანვრისათვის უკვე იყოს პასუხები ცნობილი. 9 სკოლისათვის დღეს უკვე ჩამოვიდა ტესტები და ექიმები თავად განახორციელებენ ტესტირებას" - ამბობს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. როგორ მარნეულის რესურსცენტრში განმარტავენ, ვაქცინიერებულ პედაგოგთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები