რა საკითხებით მიმართავდნენ სახალხო დამცველს ქვემო ქართლში 2021 წელს
2021 წლის განმავლობაში, სახალხო დამცვლის ქვემო ქართლის ოფისში მიმართვიანობა გარკვეული მიმართულებებით გაიზარდა. წლის განმავლობაში ოფისმა გასცა 1500 ზე მეტი კონსულტაცია და ჰქონდათ 60 ზე მეტი წარმატებული საქმე, რომელიც ადვოკატირების გზით გადაწყდა. ჩატარდა 160 ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში,  მარიამ გვიდიანი ამბობს, რომ ის სისტემური პრობლემები, რაც დაუცველ ჯგუფების აქამდეც ჰქონდათ, პანდემიის ფონზე უფრო  გამწვავდა.

"2021 წლის განმალობაში ქვემო ქართლის ოფისში მომართვიანობის ტენდენცია შენარჩუნდა და გარკვეული მიმართულებებით იმატა. რაც ერთის მხრივ უკავშირდება ჩვენი საქმიანობის შესახებ მაღალ ცნობადობას. რაც შეეხება ოფისში მიმართვიანობის თემატიკას, უმეტესად შეეხებოდა სოციალურ უფლებებს, ბავშვის უფლებებს, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებსა და მათ სამართლებრივ რეგულირებას, ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სასმელი წყლის, ნარჩენების მართვის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიუსაფარი ცხოველების საკითხს"

გვიდიანის განმარტებით, განსაკუთრებული სიმწვავით, წინა წლების მსგავსად, გამოირჩეოდა გენდერული თანასწორობის საკითხები. პანდემიამ გამოიწვია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამწვავება, რასაც ასეე მოწმობს საერთაშორისო სტატისტიკაც.

"პანდემიის პირობებში ძალადობის რისკები იზრდება, ვინაიდან შეზღუდვების პირობებში ქალებს წაერთვათ შესაძლებლობა გამოსულიყვნენ ჩაკეტილი სივრციდან და მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ამიტომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამ მხრივ საინფორმაციო კამპანიებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაძლიერებისკენ მიემართებოდა. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ, რაშიც მნიშნელოვანია ასევე გენდერის საბჭოების როლი ადგილობრივ დონეზე"

სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგეელი ქვემო ქართლში ამბობს, რომ პანდემიამ უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მოახდინა ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე. შემცირდა ქალების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე კვლავ პრობლემად რჩება როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა.

"მწვავედ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტიანი მართვა და აუცილებელია, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა, მათ შრის ადგილობრივ დონზე და ვიმედოვნებ რომ 2022 წელი ამ მიმართულებითაც პოზიციტიური ცვლილებების წელი იქნება"

პანდემიისას ისევე როგორც ქვეყანაში ასებული ბევრ ონარგანიზაციას, სახალხო დამცველის აპარატსაც ონლაინ რეჟიმში მოუწია მუშაობა. შეიმუშავსეს სტრატეგიული გეგმა თუ როგორ უნდა ემუშავათ შეზღუდვების პირობებში ისე, რომ შეენარჩუნებინათ მოსახლეობასთან, დაუცველ ჯგუფებთან კომუნიკაცია, რათა არ დარჩენილიყვნენ სახელწიფოს ყურადღების მიღმა.

"ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა პროაქტიული გამოვლენის მიმართულება, რომ გამოგვევლინა ის საჭიროებები და სისტემური პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს და დროულად მოგვეხდინა პასუხიმგებელი უწყების ინფორმირება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით ქვემო ქართლის ოფისს არაერთი წარმატებული საქმე აქვს, როდესაც უშუალოდ ჩვენი ჩართვის შედეგად დადგა პოზიტიური შედეგი"

პანდემიის პერიოდში სახალხო დამცველის საქმიანობა მთლიანად გადავიდა 3 ენოვან მომსახურებაზე, ფუნქციონირებს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 14 81 სადაც მოქალაქეები იღებენ სამართლებრივ კონსულტაციებს. 3 ენაზე მუშაობს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებ გვერდი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია