მარნეულში ომიკრონის შემთხვევა არ დაფიქსირებულა- მარნეულის ჯანდაცვის ცენტრი
ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი მძვინვარებს. ის  საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დაფიქსირდა. მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის განმარტებით, ომიკრონისა და ჩვეულებრივი გრიპის განსხვავება ლაბორატორიულად ხდება და კვლევების მიხედვით, მუნიციპალიტეტში შემთხვევები არ გამოვლენილა.

,, ომიკრონის შემთხვევა შეუძლებელია განასხვავო ჩვეულებრივი გრიპისგან, რადგან ამის გარკვევა მხოლოდ ლაბორატორიულად ხდება. საეჭვო ნიმუშები ეგზავნება ლუგარის ლაბორატორიას და იქ ხდება განსხვავება, რომელია ომიკრონი და რომელი დელტა შტამი. მარნეულის შემთხვევაში შესაძლოა კვლევა ჩატარდა საეჭვო ნიმუშების, მაგრამ აი სახელობითად, რომ ომიკრონი დაფიქსირდა ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ არ არის მარნეულში ომიკრონის შემთხვევა ჯერ გამოვლენილი".- განაცხადა ლაფერაძემ

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მარნეულში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო და დღის განმავლობაში ოთხი-ხუთი შემთხვევა ფიქსირდება.

Print