2020 წელს მარნეულმა რუსთავს გარდაცვლილთა რაოდენობით გადაუსწრო
26 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 650 ადამიანი გარდაიცვალა. Საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1994-2020 წლებში ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა მარნეულში 2020 წელს დაფიქსირდა.


2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 228 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 246-ით მეტია. 2020 წლამდე მარნეულში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მუნიციპალიტეტში 1 152 ადამიანი გარდაიცვალა.


26 წლის განმავლობაში პირველად მარნეულის მუნიციპალიტემა გარდაცვალების მაჩევენებლით რუსთავს სწორედ 2020 წელს გადაუსწრო. Აღსანიშნავია, რომ რუსთავი ადამიანების რაოდენობით მარნეულის უსწრებს. Სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ქვემო ქართლის რეგიონში გარდაცვალების ყველაზე მეტი, 1 228 შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. Გარდაცვალების 1 221 შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავში, ხოლო გარდაბანში 1 021.


Print