მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება ორ კლინიკაშია შესაძლებელი
ქვეყანაში სეზონური გრიპი ნოემბრიდან იწყება და მაისის პირველ ნახევარში სრულდება, ამის შესახებ რადიო ,,მარნეულთან" მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ ისაუბრა, მისივე განმარტებით შეუძლებელია ომიკრონისა და სეზონური გრიპის განსხვავება ლაბორატორიული კვლევის გარეშე.
ლაფერაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება მარნეულის ორ ამბულატორიაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია.

,,სეზონური გრიპის აცრები დღესაც შესაძლებელია მარნეულის ორ პოლიკლინიკაში, ესენია მედიქსის და ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო სახლის ამბულატორია, ამიტომ ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გაიკეთოს ვაქცინა, რომელიც არის ოთხ კომპონენტიანი და ადამიანს ნაწილობრივ კორონავირუსისგანაც იცავს, ასევე მინდა მოსახლეობას მოვუწოდო აუცილებლად ატარონ პირადე და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან"
.- განაცხადა დაავადებათა კონრტოლის ცენტრის ხელმძღვანელმა

გრიპის ვაქცინა ადამიანს იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსის იმ სამი აგრესიული ტიპისგან რომლებიც ხშირად რთულდება ბრონქიტით, პნებმონიით, ოტიტით და სხვა.

სეზონური გრიპის ვაქცინა სასურველია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.


Print