17 იანვრიდან საბირქენდის და ალგეთის სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლის შენობაში დაიწყებენ
17 იანვრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი სწავლებას ალგეთის N2, ხოლო ნაწილი ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლაში დაიწყებს. საბირქენდის სკოლა კი, ქალაქ მარნეულის N4 სკოლაში გადავა. გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ალგეთის N1 სკოლა ავარიული შენობის გამო დაიხურა და ორი საგანმანათლებლო დაწესებულება ორ თვეზე მეტია დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ახლა მოსწავლეთა ტრანსპორტირების ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს. როგორც მერიაში განმარტავენ, თანხა უკე გამოიყო და ტრანსპორტის საკითხიც მოგვარდა.

კონსოლიდირებული ტენდერია, გამარჯვებული გამოვლენილია და დღეს გაფორმდება ხელშეკრულება. 17 იანვარს, ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება სკოლებისთვის. გამოყოფილია 628 000-მდე ლარი“ - ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელება გასულ წელს დაიწყო. საუბარია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით, ან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის გაკვეთილების განრიგთან. ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 24 ადგილია.

Print