მერიამ მუნიციპალიტეტის გარე განათების ელექტროენერგიაში მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა
2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიაში მერიამ 1 328 000ლარი გადაიხადა.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის  საფინანსო საბიუჯეტო განყოფილებაში უთხრეს, მათ არ აქვთ ზუსტი მონაცემები სოფლების მიხედვით.  ოდენობა მთლიანად მარნეულის მუნიციპალიტეტში გარე განათებაზე გახარჯულ თანხას ასახავს. მერიაში განმარტავენ, რომ განათებები ყველა სოფელშია მოწყობილი, თუმცა არა 100 პროცენტით. არის დასახლებები, სადაც სამუშაოების 50%, 70%, 80%, ან 100%-ია შესრულებული.

„ქალაქ მარნეულში მოვაწყვეთ ჩვენ 184 000 ლარის, ხოლო სოფლის პროექტით და თანადაფინანსებით, 843 820 ლარის გარე განათება. ეს არის ახალი გარე განათებები მოწყობა. 95% არის სოფლის პროექტების ფარგლებში. რაც არის ელექტროენერგიაზე გახარჯული სოფლების მიხედვით ინფორმაცია არ გვაქვს. იმიტო, რომ ეს მოდის ანგარიშფაქტურებით, აბონენტების მიხედვით, მაგრამ საერთო ზუსტი ციფრი შეგვიძლია ვთქვათ.“

მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, მარნეულის თითქმის ყველა სოფელში გარე განათება ეწყობა.

2021 წელს დაგეგმილი იყო კირაჩმუღანლოში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 19`143.78 ლარი, ბაიათლოსა და ზემო სარალში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 36`769.08 ლარი, სეიდგოჯალოსა და ყიზილაჯლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`734.17 ლარი, არაფლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 29`979.71 ლარი, სოფ. კასუმლოსა და ულაშლოში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`755.02 ლარი, თაქალოში და კაჩაგანში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 38`564.53 ლარი, კუშჩუსა და აღმამედლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`744.71 ლარი, ქვემო სარალსა და ენიქენდში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 39`491.40 ლარი, შულავერში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 33`935.54 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print