მარნეულის მერიას 2021 წელს სუფრების გაშლა 10 123 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის განმავლობაში სტუმრების მასპინძლობასა და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 10 117 ლარი დახარჯა. გამარტივებული შესყიდვების მიხედვით, წლის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ სუფრა 7-ჯერ გაშალა. მომსახურების გაწევა 5-ჯერ რესტორან "სადღეგრძელოს", ხოლო ორჯერ , "მუღამს" დაავალა. შეიძლება ითქვას, რომ წლის ყველაზე ძირადღირებულ კერძად სტერლეტი მიიჩნევა, რომელიც მერიამ ორჯერ შეუკვეთა.

მოდით, გავყვეთ თანმიმდევრულად :


2021 წლის 19 მარტს, მარნეულს ნოვრუზ ბაირამის მოსალოცად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტალაკვაძე ესტუმრა. მასპინძლობა მარნეულის მერიას 1 678 ლარი დაუჯდა. სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს ,,KILIM"-ისგან შეიძინა, (რესტორანი "მუღამი") რომელშიც შედიოდა ბოსტნეულის თაიგული, მწნილი, ყველის ასოირტი, თურშუ ყაურმა, ტოლმა, ფახლავა, შაქარბურა, გოღალი და სხვა.

შემდეგი შესყიდვა 9 ივნისით თარიღდება. მარნეულს ისრაელის ელჩის გამასპინძლება 1 200 ლარი დაუჯდა. მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება ინდმეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა და სუფრა რესტორან "სადღეგრძელოში" გაიშალა. ყველაზე ძვირი ამ დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას სტრელეცის შეძენა დაუჯდა. (2 ცალი სტრელეცი 300 ლარი)

მომდევნო შესყიდვაც ვლადიმერ ქიმაძესთან, რესტორან "სადღეგრძელოშია" გაფორმებული. 2021 წლის 22 ივნისს პროექტ კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის ფარგლებში მარნეულს 10 სტუმარი ეწვია. მერიას კი გამასპინძლება 734 ლარი დაუჯდა.

447 ლარი დაუჯდა მერიას 16 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სტუმრობა. სტუმრების სადილით გამასპინძლება მუნიციპალიტეტმა შპს ,,KILIM"-ს (რესტორანი "მუღამი") დაავალა.

შემდეგი შესყიდვა 28 აგვისტოთი თარიღდება. მაში, როდესაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასულიერო პირების მრევლის ერთობლივი შეხვედრა დაიგეგმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან. მათი სადილით გამასპინძლება მერიას 2 534 ლარი დაუჯდა. პურ-მრილი კვლავ რესტორან "სადღეგრძელოს" შეუკვეთეს. სუფრის ყველაზე ძვირადღირებული კერძი კი სტრელეცი იყო. (8 პორცია - 320 ლარი)

მომდევნო სუფრაც რესტორან "სადღეგრძელოში" გაიშალა. 24 ნოემბრს, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე (ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერი) აღიმართა XII ს-ის ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“-ს ავტორის, შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ცნობილი კულტურისა და სხვა სფეროების მოღვაწეები. 30 ადამიანის გამასპინძლება მერიას 2 5 25 ლარი დაუჯდა.

2021 წელს, კიდევ ერთ საომსახურებაში მერიამ 999 ლარი გადაიხადა. პურ-მარილი კვლავ რესტორან "სადღეგრძელოს" შეუკვეთეს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში აღწერილი, 3 დეკემბერს მარნეულის მუიციპალიტეტის საკრებულოს მერვე მოწვევის პირველი სხდომის წევრებისა დასტუმრების სადილით გამასპინძლება (30 ადამიანზე) მერიას ათას ლარამდე დაუჯდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები