მარნეულის ტაძრებში ნათლისღების აღსანიშნავად ღვთისმსახურება ჩატარდა
19 იანვარს მართლადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება ახალი აღქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო დღესასწაულია.

სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა თავზე და ამდროს გაისმა ხმა: ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე".

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა და წყალი იკურთხა.

გარეკანის ფოტო: მარიამ გიორგაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები