პლენარულ სხდომებზე ერთ წელში დარგალმა მიკროფონი ორჯერ, მირზოევმა კი ერთხელ ჩართო
2021 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა 62-ჯერ გაიმართა. ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა მიკროფონი სულ ორჯერ, გარდაბნის დეპუტატმა, სავალან მირზოევმა კი ერთხელ ჩართო.

“ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ. ადამიანებმა, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში, 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე და გოგი მეშველიანი.

სავალან მირზოევი საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი პარტიული სიით გახდა. ამ ეტაპზე ის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრიცაა. როგორც ის რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, სხვადასხვა საკითხებზე მას საუბარი პირადად არაერთხელ ჰქონია მინისტრებთან. ფიქრობს, რომ ოფიციალურად დაფიქსირებული ერთი გამოსვლა პარლამენტში მის არაეფეტურობაზე არ მიანიშნებს.

"მე პარლამენტში ბევრჯერ გამოვსულვარ, წინა წლებშიც და ბვერი საკითხიც მოგვარებულა. გამოსვლა არ გამოსვლისთვის არ ვაკეთებ ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაპირებ ახლაც გამოსვლას. თუ კონკრეტული რამე მაქვს და სხდომათა დარბაზში მიწევს საჯაროდ განცხადების გაკეთება, რომელიმე საკითხზე, ვაკეთებ და გავაკეთებ კიდევაც. ახლა ძირითადად მე ველოდები მიწის რეგისტრაციებს. გეცოდინებეთ, რომ ყველასთვის არის ეგ საკითხი საინტერესო, ძირითადად სოფლებშია ეგ პრობლემა მოსახლეობისთვის და ახლა ახალი რეგულაციებით და კანონით ვნახოთ როგორ იქნება. თუ რამე მაგ მიმართულებით იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, გავაკეთებ(გამოსვლა). სკოლებთან დაკავშირებითაც გამიკეთებია განცხადება დირექტორები რომ არ გვყავს სკოლებში, ძაან ბევრია, ასე ზეპირად როგორ გითხრათ. არის ისეთი შემთხვევები, რომ სხდომათა დარბაზში არ მიწევს და პირადად მიწევს მინისტრებთან საუბარი" - ამბობ სავალან მირზოევი

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი პარლამენტშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წვრია. ერთი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე ორი სიტყვით გამოსვლა უფიქსირდება. როფორც დარგალი ჩვენთან საუბარში ამბობს, მას ბევრი საკითხი აქვს განხილული სხვა საკომიტეტო სხდომებზე.

"პლენარულზე ორჯერ იყო და თავისთავდ, საკომიტეტო სხდომებზეც ვაყენებთ ხოლმე საკითხებს. როგორც მახსოვ ერთი იყო დაკავშირებული განათლებასთან - მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით. 2022 წელსაც , თავისთავად ვაპირებ პლენარულ სხომებზე გამოსვლას, სადაც განხილული იქნება საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს. ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას" - ამბობს ზაურ დარგალი

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 4 624 ლარიდან 6 740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია