საქართველოს აზერბაიჯანლების ინტეგრაციის ცენტრის წევრებმა „20 იანვრის“ ტრაგედიასთან დაკავშირებით „9 აპრილის“ მემორიალ მოინახულეს (FOTO)
19 იანვარს საქართველოს აზერბაიჯანლების ინტეგრაციის ცენტრის წევრები „20 იანვრის“ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისში მდებარე, „9 აპრილის“ მემორიალი მოინახულეს. ცენტრის წევრებმა მემორიალთან გირგვინები და ყვავილების თაიგულები მიიტანეს.

საქართველოს აზერბაიჯანლების ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ორხან ფირიევი რადიო "მარნელთან" საუბრისას აცხადებს რომ 20 იანვრისა და 9 აპრილის ტრაგედიები აზერბაიჯანისა და საქართველოსათვის იდენტური დატვირთვის მქონე დღეებია.

ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, 1990 წლის 20 იანვარს ბაქოშიც საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი პროტესტი დაარბია რამსაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

აღსანშნავია, რომ დღეს აზერბაიჯანში 20 იანვრის ტრაგედიის 32 წლისთავს აღნიშნავენ.

1990 წლის 19 იანვარს ღამეს წინასწარი საგანგებო სიტუაციის განცხადების გარეშე, საბჭოთა არმიამ აზერბაინაის წინააღდეგ ოპერაცია დაიწყო. ტრაგედიის დროს 137 ადამიანი გარდაიცვალა, 744 მძიმედ დაშავდა, 841 უკანონონ დააპატიმრეს. საბჭოთა არმიის ოპერაციების შედეგად 200 ბინა, სახლი, პირადი და სახელმწიფო საკუთრება დაანგრიეს.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები