მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა. პედაგოგის ვინაობას და საგანმანათლებლო დაწესებულებას შეგნებულად არ ვასახელებთ. მასწავლებელი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო ინფორმაცია, დაუყონებლივ მიმართა სახალხო დამცველს. ამბობს, რომ ამბავი, მთელმა სოფელმა იცოდა, თუმცა გაცხადება არავის მოსვლია აზრად. პედაგოგი თვლის, რომ სკოლას მოსწავლეთა ინტერესის დაცვში და სრულფასოვანი განათლების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

"ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასისი ადესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამის ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი ცვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორეგანიზაცია აკეთებს"

მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მისი სკოლაში არ ხდება. ამიტომ, ყველა პედაგოგს და საგანმანათლებლო დაწესებულებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. ამბობს, რომ გოგომ ნიშნობის შემდეგ სკოლაში აკადემიური დასწრება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა და "ნიშნობის შემჩნევა არ სურდა" .

"ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველშემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ... 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვიცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი"

პედაგოგის თქმით,  ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, რაც ხელს უშლის გოგონების განვითარებას და ხშირად სოციალურ იზოლირებას, ხოლო განათლების დაბალი დონე და არადამაკმაყოფილებელი პროფესიული განათლება სიღარიბის გენდერულ ასპექტს განამტკიცებს. 

გთავაზობთ სახალხო დამცველის ქვემო ქართლი ოფისის საკონტაქტო ნომრებს:

  • მარიამ გვიდიანი - 555 16 00 17
  • მურად გუსეინოვი - 591 70 10 73
  • ირმა მჭედლიძე - 595 52 53 57
  • ცხელი ხაზი: 1481

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია