კორონავირუსის გამო თამარისის ბაღი დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონავირუსი დაფიქსირდა. სრულად დაიხურა სოფელ თამარისის საბავშვო ბაღი, კაპანახჩის ერთი ჯგუფი და მეოთხე სკოლის სასკოლო მზაობის ჯგუფი. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ამ ეტაპზე, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ბავშვებში არ აქვთ. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში  აღსაზრდელები სახლში რჩებიან.

"თამარისში დავხურეთ იმიტომ, რომ მზარეულს და დამლაგებელს დაუდასტურდა კოვიდი. ასევე კაპანახჩის ერთი ჯგუფი დაიხურა, აღმზრდელს დაუდასტურდა ვირუსი. მეოთხე სკოლის სასკოლო მზაობის ერთი ჯგუფი დაიხურა. ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლის მეუღლე დაინფიცირდა და დისტანციუ მუშაობაზე გადავიდა" - ამბობს ზაურ ქარამოვი

მარნეულის მასშტაბით 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აცრილ პერსონალთა რაოდენობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 


Print