მარნეულის შვიდ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. როგორც რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ალი გახრამანოვი ამბობს, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად დახურეს ხოლო ხუთი სკოლის ცხრა ცალკეული კლასი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადაიყვანეს. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ქალაქ მარნეულის მეხუთე, მეექვსე და მერვე საჯარო სკოლებში. ასევე, სოფელ წერეთლის, საიმერლოს შულავერის N2 და მარადისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

"25 იანვრის მონაცემებით სრულად დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სოფელ საიმერლოს და ქალაქ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლები. დანარჩენი ხუთი სკოლის ცხრა კლასი კი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა. ეს არის წერეთელი, შულვრის მეორე, მარადისის, ქალაქ მარნეულის მერვე და მეხუთე საჯარო სკოლები."

რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ინფიცირების ძირითადი შემთხვევები მასწავლებლებში ფიქსირდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია