სახელმწიფომ ყველა ადამიანს უნდა მისცეს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობა - ინტერვიუ გერმანიის ელჩთან
25 იანვარს, მარნეულს გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში ესტუმრა. ელჩის ვიზი ქვემო ქართლში სამოქალაქო საბჭოს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ქვემო ქართლის კორდინატორის,  სამირა ბაირამოვას ორგანიზებით შედგა.  შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სათემო ორგანიზაციასთან და აქტიურ ახალგაზრდებთან.

ჰუბერტ ქნირში შეხვდა მარნეულის მერს, ქენან ომაროვს,  სადაც ისაუბრეს მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე.

რადიო "მარნეულს" ჰქონდა შესაძლებლობა გერმანიის ელჩთან ჩაეწერა ინტერვიუ. რა როლი აკისრია ეთნიკური უმიცრესობების ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოს, რა უშლის ხელს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას - რადიო "მარნეულის" ამ კითხვებს, ჰუბერტ ქნირში პასუხობს.

1. დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართეთ შეხვედრები. პირველ რიგში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"დღეს, ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა მუნიციპალიტეტის მერთან, ქენან ომაროვთან. ასევე გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა სათემო ცენტრების წარმომადგენლებთან და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ ფაქტმა, რომ, ქვემო ქართლის რეგიონში ამდენი აქტიური ახალგაზრდა არსებობს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ და აქვთ სურვილი, გააუმჯობესონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება და მისცენ ახალგაზრდებს უკეთესი განათლების შესაძლებლობა"

2. როგორც ვიცით, თქვენ იმყოფებოდით სოფელ ხულდარას სათემო ცენტრში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცების დახმარებით შეიქმნა, ასევე იმყოფებით, აქ, მარნეულის ჩაის სახლში, რომელიც გახლავთ აზერბაიჯანის დახმარებით შექმნილი. ორივე ორგანიზაცია ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობს. რომ გვითხრათ, სახელმწიფოს რა როლი აკისრია ეთნიკური უმიცრესობების ინტეგრაციის პროცესში.

"სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გაუადვილოს მოსახლეობას ინტეგრაცია, განვითარება, მაგრამ გარკვეულწილად თუ იმპულსები საზოგადოების მხრიდანაც არ წამოვიდა, მაშინ ეს პროცესებიც ნელა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია თვითონ საზოგადოება იყოს აქტიური და მე მიხარია, რომ მარნეულში ზუსტად ვნახეთ საზოგადოებრივი იმპულსები, აქტიური საზოგადოება, რომელიც ცდილობს არამარტო სახელმწიფოს შეხედოს, არამედ თვითონ იძიებს ინფორმაციას, ხვდება რა უნდა გააკეთოს. მაგალითად, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პრობლემებს აყალიბებს და მიმართავს მთავრობას. ახლა უკვე მთავრობის საკითხია ამის შემდეგ თუ როგორ უნდა დაეხმაროს საზოგადოებას, რომ კომუნიკაცია ერთმანეთთან შედგეს"


3. თქვნი აზრით, რა უშლის ხელს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას?

"საქართველო დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, უკვე 30 წელია ხდება ეს განვითარება. ქართულ დემოკრატიას ბევრი წინსვლა ჰქონდა, ბევრი უკანსვლაც, მაგრამ ყველაზე დიდ ტვირთად, რაც აწვება ამ განვითარებას, არის დაპირისპირება ორ ძირითად პარტიას შორის. როცა ხდება ერთმანეთის დემონიზირება. პოლარიზება არის ძალიან დიდი და ის მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებსაც, მოიცავს მედიასაც და ეს აზიანებს განვითარების პროცესს და მე იმედი მაქვს, ეს არის მხოლოდ ფაზა, რომელიც გადაივლის და გადალახული იქნება, ნორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდება და უფრო ადვილი იქნება ერთმანეთთან ურთიერთობა, ღირებულებების დამკვიდრება და დემოკრატიის განვითარება "

4.სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დღემდე პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი, მათ შორის სასკოლო დონეზეც. რომ გაგვიზიაროთ გერმანიის გამოცდილება და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარებისათვის.

"ჩვენთან, გერმანიში, რამდენიმე რეგიონია, სადაც ეთნიკური უმცირესობები არიან, რომლებიც იქ საუკუნეებია ცხოვრობენ. ჩვენ ბოლო ათეული წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინეთ სხვა ქვეყნებიდან შემოსული ეთნიკური უმცირესობებით. ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩამოვიდა გერემანიაში და მათი ინტეგრაციის საკითხში დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. რამდენიმე წლის წინ, დიდი ტალღა იყო ტოლვილების, რომლებიც გერმანიაში შემოვიდნენ. ერთ წელიწადში ერთი მილიონი ტოლვილი შემოვიდა გერმანიაში და მაშინ სახელმწიფომ ძალიან დიდი ფინანსური რესურსები დახარჯა იმისათვის, რომ ამ ხალხისთვის შესაძლებლობა მიეცა, რათა გერმანული ენა ესწავლათ და ძალიან ბევრი გერმანელი სრულიად უსასყიდლოდ მიდიოდა და ასწავლიდა ტოლვილებს გერმანულ ენას. მე ვთვლი, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის , რომ ყველა ადამიანს მისცეს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობა. ამას თუ არ გააკეთებს, დაზარალდებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ენა არ იცის, არამედ თვითონ სახელმწიფოც"

5. მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხედველობაში გვაქვს ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. რას ფიქრობთ მსგავსი მდგომარეობის გათვალისწინებით არის თუ არა უფრო მარტივი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, თუ პირიქით აღნიშნული პროცესები შეუშლის ხელს.

"ბოლო მოვლენები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დატვირთვა არის პოლიტიკურად. რაც ეხება დაპირისპირებას რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის. ასეთი საერთაშორისო თემების განხილვისას, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ოპტიმისტური დავრჩე და მოვლენების კეთილად დასრულების პერსპექტივა შევინარჩუნო. ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ რუსეთი ძალას იყნებს, ანუ ძალაზე აქვს გათვლლა. საერთაშორისო ურთიერთობებში მას ქონდა ომები სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში, უკრაინასთან კონფლიქტები და ვხედავთ, რომ ის ახლა აცხადებს, რომ თავის თავს დაცულად არ გრძნობს და მოითხოვს დაცულობის გარანტიებს. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოება ძალით არ მოიპოვება. თუ გინდა უსაფრთხოება, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს მეზობლებთან და მინდა შევინარჩუნო ის რწმენა, რომ რუსეთიც მივა ამ დასკვნამდე და ასე იმოქმედებს. " - ამბობს ჰუბერტ ქნირში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ელჩი დღეს ასევე იმყოფებოდა მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში,  "ჩაის სახლში" და გარდაბანში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია