გერმანიის ელჩი ხულდარას სათემო ცენტრს ესტუმრა
25 იანვარს, მარნეულს გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში ესტუმრა. ელჩის ვიზი ქვემო ქართლში სამოქალაქო საბჭოს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ქვემო ქართლის კორდინატორის,  სამირა ბაირამოვას ორგანიზებით შედგა.

შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სათემო ორგანიზაციასთან და აქტიურ ახალგაზრდებთან. როგორც ხულდარას სათემო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან აფანდიევი ამბობს, შეხვედრა საინტერესოდ ჩატარდა.

"ელჩმა გაიცნო ცენტრი, ჩვენი მოღვაწეობა. პროექტები წარვადგინეთ, ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდა.  შეხვედრა დადებითად შეაფასა. აღნიშნა, რომ მომავალში ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი არიან. ბოლოს კი ცენტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს."

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ელჩი დღეს ასევე იმყოფებოდა მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში,  "ჩაის სახლში" და გარდაბანში.




"Marneuli" Radiosu
Print