კორონავირუსის დადასტურების გამო მარნეულის ოთხი საბავშვო ბაღია დახურული
დღეს, 28 იანვარს, მარნეულის ორი საბავშვო ბაღი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ჯგუფი დაიხურა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე სოსო იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო სოფელ საიმერლოს და წერეთლის საბავშვო ბაღები დაიხურა.

„დღეის მდგომარეობით ბაგა-ბაღების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. სულ გვაქვს ოთხი ბაღი დაკეტილი და შშმ ჯგუფი. დღეს დაიკეტა ორი ბაღი, საიმერლოში და წერეთელში“.

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში საბავშვო ბაღები, ახალი რეგულაციის მიხედვით, 8 დღის განმავლობაში იხურება. სოფელ თამარისის საბავშვო ბაღის გახსნა ოთხშაბათსაა დაგეგმილი, ხოლო N3 საბავშვო ბაღი უკვე სამი დღეა რაც დაკეტილია. ამ ეტაპზე არ მუშაობს N4 საჯარო სკოლაში არსებული სკოლამდელი მზაობის ჯგუფიც, სადაც კორონავირუსი აღმზრდელს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 17 066 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5 397 ადამიანი, ხოლო 30 გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები