2020 წელს სამხედრო სამსახური 207-მა მარნეულელმა წვევამდელმა დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა 2020 წლის განმავლობაში 772 წვევამდელი გამოიძახა. რადიო „მარნეულისათვის“ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის კომისიიდან გამოთხოვილი ინფომაციის შესაბამისად, გამოძახებული წვევამდელებიდან კომისიაში 695 მათგანი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლისაგან განსხვავებით 2021 წელს კომისიამ 1 968 წვევამდელი გამოიძახა, ხოლო სამხედრო სამსახურს მათგან 227 პირი შეუდგა.

2020 წლის განმავლობაში მარნეულის მასშტაბით სამხედრო სამსახური 207-მა წვევამდელმა დაიწყო. ხოლო 12 წევამდელი სამხედრო სამსახურისაგან განთავისუფლდა. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახბ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები, პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

2020 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში გაწვევა 472 მარნეულელ წვევამდელს გადაუვადდა.

გთავაზობთ 2020 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზებისა და რაოდენობის ჩამონათვალს:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთი წლის ვადით - 59 წვევამდელი
შეზღუდულად ვარგისიანად ცნობის გამო - 138 წვევამდელი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის გამო - 56 წვევამდელი
პროფესიული სტუდენტობის გამო - 2 წვევამდელი
გადავადების მოსაკრებლის გადახდის გამო, რომელიც 2 000 ლარს შეადგენს - 33 წვევამდელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო - 36 წვევამდელი
ორი ან ორზე მეტი შვილის ყოლის გამო - 25 წვევამდელი
მღვდელთმსახურობის გამო - 59 წვევამდელი
დედისერთობის გამო - 17 წვევამდელი
სოფელში მასწავლებლად ან ექიმად მუშაობის გამო - 2 წვევამდელი
ერთი შვილის ყოლის გამო, შვილის შეძენიდან 3 წლის ვადით - 45 წვევამდელი

2020 წლის განმავლობაში მარნეულის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა სასამართლოს 32 წვევამდელის მასალები გადასცა, რომელთაგან 7 დაჯარიმდა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია