დიდთოვლობის შემთხვევაში მერია გზებს გაწმენდს და ქვიშა-მარილს მოაყრის
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

2022 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობას სამუშაოების განხორცილევისთვის 450 000 ლარის გახარჯვა შეუძლია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ თანხაში გაითვალისწინა მიწის ვაკისის მოვლა, ხელოვნური ნაგებობების, სავალი ნაწილის, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების, ზამთრის და გზისპირა ნარგავების მოვლა შენახვის სამუშაოები.

ხარჯთაღრიცხვაში მითეითებულია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაც, რომელიც ჯამში შეადგენს 3 895 ლარს და 25 თეთრს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ მარნეულში მოთოვა, 20%-იანი ქვიშა-მარილის ნარევის მოყრა სავალ ნაწილზე ავტომანქანიდან (ხელით (ერთი ტონა)) სავარაუდოდ, 80 ლარი დაჯდება. თოვლის წმენდა კი გრეიდერით ერთი საათის განმავლობაში, 32 ლარი. თუ მსგავი სახის საჭიროება წლის განმავლობაში არ დადგა, თანხა დაიზოგება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ტენდერი მერიამ 28 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 5-8 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად შეასრულოს.

გარეკანის ფოტო - რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია