გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად მარნეულელ ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისათვის იწვევენ
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილების მიზნით მარნეულელ ახალგაზრდებს პროექტში „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისათვის“ მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.

პროექტში მონაწილეობის მიღება 15-დან 18 წლამდე მარნეულელ მოსწავლეებს შეუძლიათ.

„ინიციატივის ამოცანაა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდით სოციალური ცვლილებების პროცესში მათი ხელმძღვანელობით განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობითა და თანასწორთა მობილიზების გზით. ტრენინგ მოდული მოიცავს ინტერაქტიულ, საინტერესო და ახალგაზრდებზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლებიც გოგონებსა და ბიჭებს წაახალისებს, რომ თავიანთი ცოდნა და უნარები საკუთარი გამოცდილებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით ცვლილებების პროცესის ხელშეწყობისთვის გამოიყენონ“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისავის“, რომელიც ტარდება პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპი: ტრენინგი ახალგაზრდებისთვის (19-20 და 26-27 თებერვალი, 2022 წელი);
II ეტაპი: ტრენინგების შედეგად, ახალგაზრდები დაიყოფიან მცირე გუნდებად, რათა შეიმუშაონ და განახორციელონ ადგილობრივი მცირემაშტაბიანი ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება თემში გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებისკენ (მარტი, 2022 წელი);
III ეტაპი: ახალგაზრდების ქსელის შექმნა და წახალისება, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის გაძლიერებასა და განმტკიცებას საკუთარ თემსა და გარემოში. ახალგაზრდები ჩაერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებაში, როგორიცაა: ახალგარდობის დღის აღნიშვნა, უნარების გაძლიერების ონლაინ ბანაკი, ახალგაზრდული ფორუმი და ა.შ. (მარტი, 2022 - აგვისტო, 2022);

დაინტერესებულმა პირებმა პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადი 2 თებერვლამდე უნდა გააკეთონ.

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3AjAkFn

Print