ქვემო ქართლის რწმუნებული რეგიონში ქუჩების სახელდების ინიციატივით გამოვიდა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონში ქუჩების სახელდების პროცესის დაიწყება იგეგმება. ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს და წერს, რომ სამუშაო შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, ქუჩების სახელდების თემის აქტუალობაზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპამდე, რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტულ საჭიროებას წარმოადგენს. მხარეებმა დალოგის რეჟიმში იმსჯელეს ამ მიმართულებით ერთობლივად განსახორციელებელი გეგმებზე. საუბარი შეეხო პროცედურულ ნორმებს, რომლებიც კომპეტენტური უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ხორციელდება.“ - წერია ქვემო ქართლის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ინიციატივა, როგორ მოხდება სახელების შერჩევა და რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა - ამ თემებზე გიორგი დოხტურიშვილის ჩაწერას დილიდან ვცდილობთ. დეტალების გარკვევის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო: ქვემო ქართლის მხარე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები