მარნეულის მერიის მიერ განხორციელებულ 22 ინფრასტურქტურულ პროექტს აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოუვლინა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-20 წლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 503 800 ლარის ღირებულების პროექტებს სხვადასხვა სახის ხარვეზები აღენიშნებოდა.

„მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა საექსპერტო ორგანიზაციების დადებითი დასკვნების საფუძველზე.12 სამუშაოების კონტროლის პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. მიუხედავად ამისა, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად იმის შედეგია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ირღვეოდა მოქმედი სამშენებლო წესები და ნორმები, რომელთა გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“. - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა მერიის მიერ გაფორმებული 22 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიდო.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აღნიშნულაი, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებას. ხოლო მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტივო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო ინფრასტრუქტურული ობიექტები ნაწილობრივ დაზიანებულია და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.

აუდიტის სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციითაც მიმართავს და თხოვს შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღეა-ჩაბარების წესი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სამუშაოების კონტროლის მექანიზმები. აუდიტი მერიას ასევე მოუწოდებს შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

გთავაზობთ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019-20 წლებში ხარვეზით მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების ჩამონათვალს:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები