საკრებულოზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძლებს დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
18 აპრილს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დაღუპულებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება სხდომის დასაწყისში "ენმ"-ს წევრს ლაშა ქველაძეს სურდა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამის უფლება არ მისცა და განმარტა, რომ გარდაცვლილთა მოხსენიებას საკრებულო ისედაც გეგმავდა.

„ჩემი მოსაზრება უნდა დავაფიქსირო, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ არაუშავს ჩვენმა კოლეგებმა ცოტა იჩქარეს. მაგრამ  იცოდეთ, რომ სხდომა მიმყავს მე და დღის წესრიგსაც მე ვადგენ. მთელი მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და ბოლო ნაბიჯები იყო ის, რომ გუშინ დაბრუნდა დელეგაცია უკრაინიდან და დაუდასტურეს მხარდაჭერა. მანამდე ყველა საერთაშორისო დონეზე გაკეთდა საქართველოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა. იქ იღუპებიან ბავშვები, ქალები, მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იქ იბრძვიან  ცხრამდე ავიდა დაღუპულთა რიცხვი და ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს და თანამოზიარე ვართ ამ მწუხარების.  მე  მინდა, იმ გმირებს ქართველებს, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ომს, ფეხზე წამოვუდგეთ და წუთიერი დუმილი მივაგოთ“

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფლებში ქუჩების სახელდების და მასწავლებლებისათვის მგზავრობის საფასურის საკითხი. ყველა საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ვრცლად:


გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო
Print