რას ფიქრობენ კიროვკის მცხოვრებლები სოფლის სახელის შეცვლაზე- მერია ადგილზე ჩავიდა
20 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით,  მერიის თანამშრომლები ადგილობრივებს შეხვდნენ. მოსახლეობამ გამოთქვა  სურვილი, რომ სოფელს ძველი სახელი, "მამეი" დაუბრუნდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  კიროვკის მოსახლეობამ არჩევანი ორი სახელიდან ერთ-ერთზე, "მწვანე გორასა“ და  „მეგობრობაზე“ უნდა გააკეთონ.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უმჯობესია სოფელს "მწვანე გორა" დაერქვას და ტრაფარეტი აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნოს

„მწვანე გორა შევარჩიეთ. ჩვენი სოფლის სახელი ისტორიულად მამეი იყო. ბოლშევიკების მოსვლის მერე კიროვკა დაარქვეს. მაგრამ მანამდეც ყოფილა მწვანე გორა. მაგალითად, 100 წლის წინ მწვანე გორა რქმევია. მწვანე გორა ნიშნავს იმას,  რომ ჩვენი გორა ზამთარ-ზაფხულ  მწვანეა. გვინდა რომ ეს სახელი დაარქვან,  აზერბაიჯანულად ითარგმნოს.  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენელევმა გადაწყვიტეს აღნიშნული შეთავაზება სპეციალურ კომისიას გაუგზავნონ განსახილველად.   მანდ დათანხმდებიან? -
ამბობს ზაჰიდ მუსაევი

„დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ სოფელის ძველი სახელი შეცვალოს. სახლემიწფომ გადაწყვიტა,  რომ კიროვკა ამოიღონ. ხალხი ამბობს მწვანე გორა იყოსო. ჩვენც შევთანხდით. ჩვენი თხოვნა ისაა,  რომ მწვანე გორა დაიწეროს აზერბაიჯანულად. ადრეც სოფელს მწვანე გორა ერქვა.  ამასთან დაკავშირებით თხოვნა გვქონდა,  რომ სოფლის სახელი მწვანე გორა ყოფილიყო. მათ ორი ვერსია ჰქონდათ სა ყველაზე მეტად მწვანე გორა მოგვეწონა. ახლა ვნახოთ რას იტყვიან. შედეგი რა იქნება" - ამბობს ჰესრეთ მუსაევი

საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე,  18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, სახელები მოსახლეობასთან ერთად შეარჩია. კიროვკასთან ერთად, იგეგმება შაუმიანის სახელის შეცვლაც სოფელს ზემო შულავერი ეწოდება.
ზუსტ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაც სახელების შეცვლაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო  კომისიის დასტური მოუვათ.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print