მერია სააღდგომოდ სოციალურად დაუცველებს ნობათს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათს გადასცემს. პროდუქტები ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით, შპს კრალ-XXI-სგან იყიდა. თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მეურმიშვილმა მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 24 აპრილს, სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. მიზანშეწონილად მიმაჩნია სააღდგომო ნობათი გადაეცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელიც შეირჩა შემდეგი კრიტერიუმით: სოც. დაუცველი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და სოც. დაუცველი მარტოხელა ხანდაზმული. აგრეთვე სააღდგომო ნობათი გადაეცეს წერაქვის მამათა მონასტერს და ოფრეთში მოღვაწე დედაოს. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები“ - წერია მოხსენებით ბარათში

გამარტივებული შესყიდვის ტენდერში არ არის დაკონკრეტებული თუ რამდენ სოციალურად დაუცველი ოჯახს გადაეცემა სააღდგომო ნობათი. შესყიდული პროდუტების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • მზესუმზირის ზეთი (1 ლ შეფუთვა)-24 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი(5 ლ.შეფუთვა)-1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი(2ლ.შეფუთვა)-1 ცალი
  • ბრინჯი გრძელი (1 კგ. შეფუთვა) -27 ცალი
  • წიწიბურა (800გრ. შეფუთვა) -27 ცალი
  • ლობიო (800გრ. შეფუთვა)-27 ცალი
  • კვერცხი 560 ცალი
  • ნატურალური წვენი (1ლ.შეფუთვა)-30 ცალი
  • ბოთლის შავი ღვინო (1ლ. შეფუთვა)- 11 ცალი
  • თეთრი ღვინო პლასტმასის ბოთლებში (3ლ. შეფუთვა)-24 ცალი
  • კარაქი მცენარეული რძე პასტისგან დამზადებული (1კგ. შეფუთვით)-30 ცალი
  • კარაქი 5 კგ. შეფუთვით


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები