გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და მარნეულის კულტურის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს 27 აპრილს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და მარნეულის კულტურის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს, კულტურულად მგრძნობიარე ასაკზე მორგებული და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული მოძრავი თოჯინური თეატრის განვითარებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, რომ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება სპექტაკლი ,,ლუნა ციცინათელების ქვეყანაში" რომელიც მოივლის მარნეულის 30-მდე სოფელს.

,, ეს იქნება გადასატანი თეატრი, სპეციალურად კეთდება ისეთ ფორმატში, რომ იყოს ადვილად წასაღები, მარნეულში სპექტაკლს სამწუხაოდ სოფლებში მცხოვრები ყველა ბავშვი ვერ დაესწრება, ამიტომაც ვიფიქრეთ ასეთი ფორმატი, რომელიც ახლოს მივა ყველა ბავშვამდე. არის ძალიან ინოვაციური თანამშრომლობა მარნეულის კულტურის ცენტრთან, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. მიზნად ისახავს, რომ ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც კიდევ ერთხელ შეახსენოს, ყველა თანასწორია ოჯახში. მნიშვნელოვანია რომ დედებიც და მამებიც თანაბრად ზრუნავდნენ ბავშვების გაზარდაზე ინაწილებდნენ ოჯახის საზრუნავს. ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომით მეტ ადამიანამდე მივიტანთ სათქმელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ეს ღირებულებები, ეფუძნება ქვეყნის მდგრადი განვითარებას".- თქვა ლელა ბაქრაძემ

,, მნიშვნელოვანი დღეა მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის და უმთავრესად მარნეულის კულტურის ცენტრისთვის, სპექტაკლი იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქალთა და გოგნათა ძალადობის წინააღმდეგ აქციაში, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიზნებს და პირველივე შემოთავაზებაზე, როდესაც ეს ინიციატივა ჩვენამდე მოვიდა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქტიურად ჩავრთულიყავით. ვფიქრობთ რომ ეს იქნება საუკეთესო გზა იმ გზავნილების მიტანა მოსახლეობასთან, იმ ფოკუსჯგუფთან რომელიც არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის სწორედ ოთხიდან შვიდ  წლამდე ასაკის ბავშვები და მათი მშობლები. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ერთი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის განმავლობაში და სამომავლოდაც არაერთ საქმეს გავაკეთებთ".-თქვა კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა

თოჯინური სპეტაკლი ,,ლუნა ციცინათელების ქვეყანაში" პრეზენტაცია ივლისის თვეში იგეგმება. ღონისძიება პროგრამის ,,ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ" ფარგლებში მომზადებული საბავშვო წიგნი ,,ლუნა და ციცინათელების პლანეტა" გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა დაგამოიცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები